შპს ITCraft • აიტიკრაფტი“-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შპს ITCraft • აიტიკრაფტი“-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ხელს აწერენ მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და განვრცობის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს: • მხარეების თანამშრომლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარების დარგში; • საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების ხელშეწყობას პროფესიული სტაჟირების გავლის მიმართულებით, დასაქმების პერსპექტივით; მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადებას.