საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯსა და GT Group-ს შორის მემორანდუმი გააფორმა. GT Group სისტემური ინტეგრატორია საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში. მემორნადუმის თანახმად, დაინტერესებულ პროფესიულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ აიტი კომპანიაში, თავისი პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ასევე იგეგმება ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება. პროექტის სახელწოდებაა Future Generation, რომელიც მიზანდ ისახავს მომავალი თაობის მხარდაჭერას განათლების სექტორში მისი მიღების პროცესსა და კარიერულ წინსვლაში.