UG კოლეჯმა და სოფთლაინ საქართველომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს!

დღეს 12 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულმა კოლეჯმა და სოფთლაინ საქართველომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტების დასაქმებას და სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებები, ასევე მათ პრაქტიკას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგისა და კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს, კოლეჯის დირექტორმა სულხან სულხანიშვილმა და სოფთლაინ საქართველოს დირექტორმა რევაზ ურუშაძემ.

© All rights reserved. UG College