მეორადი ჩარიცხვები დაიწყო!

რეგისტრაციის თარიღებია 30 ოქტომბრიდან 1 ნომებრის ჩათვლით

 

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ სასურველ პროგრამაზე გთხოვთ ეწვიოთ www.vet.emis.ge, მეორად რეგისტრაციაზე გასვლის უფლება აქვს, იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილს:

 

  • აპლიკანტი იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც შერჩევა ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.  
  • სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი ხელახლა გადის პროგრამისთვის განსაზღვრულ შერჩევის ეტაპს და მონაწილეობს კონკურსში. ამასთან, შეუძლია აირჩიოს სრულიად განსხვავებული პროგრამა, რომელიც არ ჰქონდა მონიშნული შერჩევის ძირითად ეტაპზე;  
  • ასევე შეუძლია აირჩიოს იგივე პროგრამა, რომელიც მონიშნული ჰქონდა შერჩევის ძირითად ეტაპზე, იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა შერჩევის პროცესში და გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • თუ აპლიკანტმა შერჩევის ძირითად ეტაპზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას შეუძლია კონკურსში ჩაერთოს უკვე მიღებული შეფასების შედეგით ან მოითხოვოს შერჩევის პროცესში განმეორებით ჩართვა, შედეგის გაუმჯობესების მიზნით. 

 

გელოდებით UG კოლეჯში და შეგახსენებთ რომ ადგილები შეზღუდულია

© All rights reserved. UG College