UG კოლეჯსა და ITCraft-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

შპს " ITCraft • აიტიკრაფტი“-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები ხელს აწერენ მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და განვრცობის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს:

მხარეების თანამშრომლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარების დარგში;

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების ხელშეწყობას პროფესიული სტაჟირების გავლის მიმართულებით, დასაქმების პერსპექტივით;

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადებას.

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი