UG კოლეჯი EfVET-ის წევრია ❤

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი საერთაშორისო ორგანიზაციის EfVET – the European Forum of Technical and Vocational Education and Training - წევრი გახდა. აღნიშნული ორგანიზაცია დაარსებულია 1991 წელს და აერთიანებს პროფესიული სწავლების მიმართულებით სხვადასხვა კოლეჯებსა და ორგანიზაციებს, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენთვის როგორც დამწყები პროფესიული კოლეჯისათვის გამოწვევაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას რომ აღნიშნული მიმართულებით ვიყოთ ლიდერები და დავნერგოთ ახალი მიდგომები პროფესიულ სწავლებაში!

ვულოცავთ UG კოლეჯის გუნდს, სტუდენტებს და პარტნიორებს აღნიშნულ წარმატებას!

დარწმუნებულები ვართ წინ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ამბები გველოდება!

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი