UG კოლეჯმა და GT Group-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს!

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი და GT Group-ს რამოდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებთ! აღნიშნული კომპანია UG კოლეჯის მეგობარი კომპანიაა, სადაც კოლეჯის სტუდენტები ანხორციელებენ დუალურ სწავლებას.

ხოლო ეხლა აღნიშნულმა კომპანიებმა დადეს ურთიერთთანამშრომლობის მემროანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კოლეჯის მოსწავლეების სტაჟირებას, დასაქმებას და პრაქტიკის გავლას აღნიშნულ ორგანიზაციაში.

 

UG კოლეჯის დირექტორმა სულხან სულხანიშვილმა და კომპანიის დამფუძვნებლება ჯაბა შელიამ და გოგა ალთუნაშვილმა ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რომელიც უკავშირდება რამოდენიმე სახის პროექტს აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, როგორც სასწავლო ასევე სხვა მიმართულებით.

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი