UG კოლეჯის მოსწავლეების Workshop კახეთში

UG კოლეჯის მოსწავლეებს მასტერკლასი არაფორმალურ გარემოში, გასვლითი ტურით კახეთში ჩაუტარდათ

მასტერკლასი ორი მიმართულებით ჩატარდა, ერთ ერთი მათგან ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო რომელიც დავით ბიტმალკიშევმა ჩაატარა .ხოლო მეორე თემატიკა ეხებოდა პენტესტს ანუ სისუსტეების აღმოჩენა ვებაპლიკაციაში - ტრენერი შოთა ნონიაშვილი .

ტრენინგამდე მათ შეხვდათ კოლეჯის დირექტორი სულხან სულხანიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს სამომავლო გეგმების შესახებ უამბო, მოისმინა მათი შეხედულებები და მოსაზრებები არსებულ სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით 

ჩვენი ბავშვები UG კოლეჯისათვის პირველები არიან ბევრი ვასწავლეთ და კიდევ უფრო ბევრი ვისწავლეთ მათგან

გვეამაყება, რომ სწორედ პირველი მიღება ესეთი მონდომებულები და თავის პროფესიისადმი ესეთი ინტერესის მქონე, ნიჭიერი, მხიარული და მეგობრული ადამიანებისგან დაკომპლექტდა

საქართველოს პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სასტუმრო Old Telavi Resort & Spa Zuzumbo მასპინძლობისათვის!

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი