UG კოლეჯსა და შპს სმარტ-ნეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

UG კოლეჯსა და შპს სმარტ-ნეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ✍️

📌მემორანდუმი მიზნად ისახავს UG კოლეჯის ვებტექნოლოგიების, კომპიუტერული ქსელის და სისტემები, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და კიბერუსაფრთხოების პროგრამების ფარგლებში პროფესიული სტუდენტების სტაჟირებას 🤝

📌შპს სმარტ-ნეტი 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს: კიბერუსაფრთხოების, სერვერული ინფრასტრუქტურის, ღრუბლოვანი გადაწყვეტულებების, აქტიური კომპიუტერული ქსელების  და სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია🌎

შპს სმარტ-ნეტი საქმიანობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად, IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი მომსახურება და პროდუქცია, მოიცავს ფართო სპექტრს, რომელიც ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და თავისთავად პარტნიორი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა გააჩნია

კომპანიას ყავს 20 -ზე მეტი პარტნიორი, მათ შორისაა: Microsoft, Cisco, Vertiv, AEG, Panasonic, Inim, Sigur, Anviz, Orbita Tech, Dell, HPE, Mirsan, Hanwa Security, Milestone, Honeywell და სხვა.

სმარტ-ნეტი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან, რათა ახალ თაობას ქონდეს საშუალება გაეცნოს დღეს მსოფლიოში თანამედროვე მიდგომებს და მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა აღნიშნული მიმართულებებით 👩‍🏫🧑‍🏫

აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენი ორი კურსდამთავრებული უკვე წარმატებით დასაქმდა სმარტ-ნეტში და რამოდენიმე გადის პროფესიულ სტაჟირებას 👩‍🎓🧑‍🎓

ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება ჩვენი პროფესიული სტუდენტებისათვის რომ მიიღონ სრულფასოვანი პრაქტიკული ცოდნა 👌💥

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი