საქართველოს პროფესიულ კოლეჯსა და GT Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯსა და GT Group-ს შორის მემორანდუმი გააფორმა. GT Group სისტემური ინტეგრატორია საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში.\n\nმემორნადუმის თანახმად, დაინტერესებულ პროფესიულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ აიტი კომპანიაში, თავისი პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად..\nაღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ასევე იგეგმება ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება.\nპროექტის სახელწოდებაა Future Generation, რომელიც მიზანდ ისახავს მომავალი თაობის მხარდაჭერას განათლების სექტორში მისი მიღების პროცესსა და კარიერულ წინსვლაში.

საიტის ლინკი - https://gtgroupe.ge/

© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი