საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში საბუთების მიღების ვადები განისაზღვრა

მათ, ვინც გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის ვებ გვერდზე, გთხოვთ საბუთები წარადგინოთ, 13 ოქტომბერს 16:00-19:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე, ჯანო ბაგრატიონის N6, მე-4 სართული.

წარსადგენი დოლკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  2. არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანონიერი წარმომადგნელობის დადამასტურებელი დოკუმენტი
  3. საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  4. ფოტო-სურათი (3X4)
  5. სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს  ელექტრონულ მატარებელზეც (CD-ზე ჩაწერილი)
© ყველა უფლება დაცულია. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი